ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ

ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" კორუფციის წინააღმდეგ აქამდეც აქტიურად იბრძოდა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველო ამ კუთხით ევროკავშირის 7-8 ქვეყანას უსწრებს.

„რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ვინმეს თუ ერთი კითხვის ნიშანი მაინც აქვს, შეუძლია დასვას და მიიღებს პასუხს. შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის აღმოფხვრაზე. გაძლიერდა აუდიტის სამსახური და ბატონი გაბიტაშვილის ამ სამსახურის ხელმძღვანელად გადაყვანაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ახლა დაინიცირდა, რომ დაჭერილ ადამიანს 30 წლის განმავლობაში, მასაც და მის ოჯახსაც მოუწევს დეკლარაციის ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიას ვერავისგან მივიღებთ, რომ ჩვენ კორუფციასთან არ ვიბრძოდით, რადგან ევროკავშირის 7 თუ 8 ქვეყანას ვუსწრებთ ჩვენ დღესაც ამ მიმართულებით, მაინც ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველო უკვე შედგა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო და გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758657664

საზოგადოება

მაჭავარიანი: გარე უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ „ნაცმოძრაობაზე“ ფსონს ვერ აკეთებენ, „ახალიც“ ვერ შეასაღეს მოქალაქეებს. წინა არჩევნების შემდეგ დაიწყო „ნაცმოძრაობის“ რებრენდინგი, რისთვისაც გამოიყენეს „ლელო“ და გახარიას პარტია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახით ოთხ პარტიას, ვინაიდან, ისინი იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან. გარე უფროსებმა გადაწყვიტეს უკვე წინა არჩევნებზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე" ფსონს ვერ აკეთ...

ლევან მაჭავარიან

1758656086

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: მადლობა ღმერთს, ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება და არანაირი თავდასხმები არ მოდის. ვიმედოვნებთ, რომ მალე გადაიტვირთება ურთიერთობები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულს ურთიერთობების გადასატვირთავად კონკრეტული...

ლევან მაჭავარიანი

1758653551

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს, თბილისის შემთხვევაში კი პირველ ტურშივე ვგეგმავთ არჩევნების დასრულებას

„ჩვენი გეგმა უკვე გაცხადებულია - რა თქმა უნდა, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დამაჯერებლად მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. თბილისის შემთხვევაში რა თქმა უნდა პირველ ტურშივე ვგე...

ლევან მაჭავარიანი

1758652553

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი „ლივერპულში“ დღეს შედგება. „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დ...

გიორგი მამარდაშვილი

1758651450

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები უნდა ჩამოაგდონ, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ ფიქრობთ, ნატოს წევ...

დონალდ ტრამპი