Reuters: გერმანიაში აღმავლობის გზაზე მყოფი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირებს აძლიერებს
 
                გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერას ეძებს ვაშინგტონში და იყენებს კავშირებს მოძრაობა MAGA-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდნენ, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სტატიაში სათაურით გერმანიაში აღმავლობის გზაზე მყოფი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აძლიერებს კავშირებს ტრამპის ადმინისტრაციასთან.
„გერმანიის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ „ექსტრემისტულად“ კლასიფიცირებული და „მეინსტრიმული“ პარტიებისგან გარიყული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბოლო თვეებში შეხვედრებს მართავდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან“, - ნათქვამია სტატიაში.
ეს კონტაქტები ასახავს AfD-სა და ტრამპის MAGA (Make America Great Again) მოძრაობის ნაწილებს შორის მზარდ თანხვედრას. ამერიკულმა მოძრაობამ მხარდაჭერა გამოუცხადა AfD-ის პრეტენზიებს საკუთარ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეპრესიების შესახებ, ასევე მის მკაცრ პოზიციას მიგრაციის საკითხებზე.
მანჰეტენზე გამართული კერძო მიღება, რომელსაც ნიუ-იორკის ახალგაზრდა რესპუბლიკელთა კლუბმა უმასპინძლა, ხაზს უსვამს AfD-ის მცდელობას, მოიპოვოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, რასაც პარტია საკუთარ ქვეყანაში არადემოკრატიულ გარიყვას უწოდებს.
„AfD-ის მზარდი კავშირები ვაშინგტონში იმ ფონზე ყალიბდება, როდესაც პარტიის რეიტინგი მკვეთრად იზრდება გერმანიის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში“, - აღნიშნულია სტატიაში.
AfD-ის პოლიტიკოსმა, იოახიმ პაულმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიწვია, რათა „განემარტა გერმანიაში ოპოზიციის მდგომარეობა“ მას შემდეგ, რაც მას მერობის კანდიდატად კენჭისყრა აეკრძალა. გერმანიის ხელისუფლებამ ამის მიზეზად ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისადმი მისი ლოიალობის შესახებ არსებული ეჭვები დაასახელა.
1761852492
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ახალი ძალები გამოჩნდნენ პოლიტიკაში
როდესაც მავნებლური პოლიტიკური ძალები აიკრძალებიან, ახალგაზრდებს ექნებათ ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ პოლიტიკაში გადადგან ნაბიჯები. 2028 წლამდე არის სამი წელი. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რო...
1761850591
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს, თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ
„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთან...
1761847492
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ესტუმრა. საქართველოს პრეზიდენტს თელავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს. მიხეილ ყაველაშვილმა სა...
1761846395
მსოფლიოDaily Mail: კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა
„კანადაში ლესბოსელმა წყვილმა 12 წლის ბიჭი წამებით მოკლა“, - ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. როგორც სასამართლომ მოისმინა, კანადელი ლესბოსელი წყვილი 12 წლის ბიჭს იქამდე აწამებდა, სანამ ის არ დასუსტდ...
1761843341
მსოფლიოCNN - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს სავარაუდოდ კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ცხედ...

















 
                                     
                                     
                                     
                                         
                                         
                                         
                                         
                                        








