ლევან მაჭავარიანი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე - ადეკვატური რა წერია?
ჩვენთვის ფარატინა ფურცელიც არ არის მათი ეს რეზოლუციები და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი განწყობიდან გამომდინარე. ადეკვატური რა წერია?, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე საუბრისას.
მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგული აქვს სწორედ სიცრუით გაჯერებული რეზოლუციების გამო.
„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც წერენ, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ზურაბიშვილი მგონი აქაც მოხსენიებულია პრეზიდენტის რანგში, გვიწერენ, რომ თურმე მედიაპლურალიზმის საქართველოში არ არის მაშინ, როდესაც „ტვ პირველი“, „ფორმულა“, ინტერნეტ მედიაგამოცემები, რასაც უნდათ იმას ლაპარაკობენ და წერენ. აბსურდი, რომ მზია ამაღლობელი თურმე პოლიტპატიმარია და საერთოდ უგულებელყოფენ იმას, რომ პოლიციელს სილა გაარტყა. შესაბამისად, მერე არ უნდა გაუკვირდეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნდომა ევროპარლამენტის მიმართ ძალიან შემცირებულია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ის არ ელოდება, რომ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს საბოლოოდ მოჰყვება სანქციები საქართველოს მიმართ.
„ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ მაქვს ისეთი განცდა, რომ პიკს უკვე მიაღწია და ეს პიკი უკვე გადავიარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.
1778180410
საზოგადოება„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი
თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...
1778177621
საზოგადოებაპაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს
კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...
1778177587
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება
იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...
1778177550
საზოგადოებაპაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...
1778175634
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს...



























