შალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება
იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რას უპასუხებს ოპონენტების კრიტიკას, რომ თუ იყვნენ იდენტიფიცირებულები აქციაზე მოძალადე სამართალდამცველები, აქამდე რატომ არ დააკავეს და რატომ ელოდებოდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას.
„იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა. ასე რომ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს. პროკურატურა მუშაობდა და არაერთხელ გვითქვამს, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა.
1778173813
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენზე: აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების გამო
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ამ პირების ბრალეულობა დამხობის ორგანიზების საკითხში და კიდევ ერთხელ მიეცა უკვე სამართლებრივი შეფასება იმას, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აქამდე თუ იყო პოლიტიკურ...
1778172924
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად
მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებ...
1778172891
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს
სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წ...
1778172839
საზოგადოება„ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“ - ეკა კუპატაძე
გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უ...
1778171319
საზოგადოებაანდრია ჯაღმაიძე: სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი....



























