პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი უკრაინის მხარე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ „შესაძლოა, საქმე გვქონდეს „გადააზრების პროცესთან“.

„ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიფუჭებია. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება იყო, რომელმაც წინდაუხედავი გადაწყვეტილებებით სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო. კარგი გადაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები აზიანებთ მათ, ვერ დააზიანებს ქართველ ხალხს და საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს რეალობისთვის თავლის გასწორება.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადააზრების პროცესი. ვნახოთ, ეს შეხვედრა არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, თავად უკრაინის პრეზიდენტმა გამოიჩინა ინიციატივა და გადააბიჯა იმ მოცემულობასაც, რომ მის მიერვე დასანქცირებულ ადამიანთან მოუწია მისვლა. ალბათ სურთ რამე გადააზრებული პოზიციის წარმოდგენა. საქართველო მზად არის მოისმინოს ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778173813

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენზე: აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების გამო

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ამ პირების ბრალეულობა დამხობის ორგანიზების საკითხში და კიდევ ერთხელ მიეცა უკვე სამართლებრივი შეფასება იმას, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აქამდე თუ იყო პოლიტიკურ...

შალვა პაპუაშვილ

1778172924

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად

მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებ...

შალვა პაპუაშვილი

1778172891

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს

სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წ...

გიორგი ზერეკიძე

1778172839

საზოგადოება

„ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“ - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უ...

ეკა კუპატაძე

1778171319

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი....

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე