მარიამ ქვრივიშვილი სუსის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785577288

საზოგადოება

პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრ...

ირაკლი კობახიძე

1785575731

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას

ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზედაც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახ...

მიხეილ ყაველაშვილ

1785573576

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების...

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1785572668

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს - ეს არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მ...

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

1785570963

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. შეფასები...

ეროვნულები