ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტებზე: გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თუ ისინი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ბერკეტს გამოიყენებენ, ისეთი ქაოსი შეიქმნება, რომ არალეგიტიმური გზით შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას
საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ოპონენტების უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებს და აღნიშნა, რომ ისინი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ცდილობენ.
„მათი გარე უფროსების დარწმუნებას ცდილობენ, რომ თუ ისინი ამ ბერკეტს გამოიყენებენ, საქართველოში ისეთი ქაოსი შეიქმნება, რომ არალეგიტიმური გზით შეძლებენ ხელისუფლების ჩანაცვლებას. საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად ყველა პირობა სრულდება 100%-ით, რაც დევს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1761286718
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე: ძალიან სამწუხაროა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. „ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ სა...
1761284434
საზოგადოებაისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ საკითხზე პ...
1761283552
მსოფლიოისრაელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ესტუმრა
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის შემდეგ, ტრამპის სამშვიდობო გეგმის რეალიზებისთვის, ისრაელს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ესტუმრა. რუბიო იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენი...
1761282499
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ისევ მიუბრუნდნენ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს. ეს საშიშროება რომ არსებობდა, ქართველმა ხალხმა იცოდა და მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვცა ხმა, რადგან ჩათვალა, რომ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ
ადამიანთა ჯგუფი ღალატის გზას რომ დაადგება, მერე როგორც ჩანს, გაჩერება აღარ შეუძლია. ისევ მიუბრუნდნენ იმ საკითხს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მოხდეს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები სერიოზულა...
1761253203
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული“
„როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული““, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, თითოეული ას...



























