ირაკლი კირცხალია: როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული“
„როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული““, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, თითოეული ასეთი სიტყვა, ყალბი გმირებისა და ამოგლეჯილი სურათის შექმნა გაწერილია იმ რევოლუციურ სახელმძღვანელოში, რომელიც უკვე გაშიფრულია.
„როდესაც რუსეთზეა საუბარი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი და თუნდაც რუსული აკეთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც ვერ შედიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავალი, სიტყვა „რუსული“. არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი ხელისუფლების ხედვით, ამ ყველაფერს დაასრულებს, ის, როდესაც დასრულდება ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ბრძოლა”, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევროპის ქვეყნების მოსახლეობაც კარგად აღიქვამს რა ვითარებაა დღეს ევროკავშირში.
„ყველაზე მთავარი ინდიკატორი ხშირად მოგვყავს მაგალითად, როცა ევროპა მსოფლიო ეკონომიკაში 30%-იან წილს იკავებდა, დღეს არის 17%-იანი წილით. დამერწმუნეთ, ჩვენზე მეტი კითხვა უჩნდება გერმანიის, საფრანგეთის მოსახლეობას. ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, კარგად ვხედავთ მათ ბინძურ პოლიტიკას სხვა ქვეყნების მიმართაც”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
1761242467
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
„არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთი...
1761238384
ახალი ამბებიპროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1761237497
ახალი ამბებილევან მეხუზლა: კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ გაამართლა
„2025 წლის რთველის დროს კახეთის რეგიონში სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლამ, ცალსახად გაამართლა. გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა 200 ათასი ტონის ფარგლებში ყ...
1761235197
ახალი ამბებიპროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...
1761233143
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო 400 გვერდზე მეტ დასკვნაში, ის ფაქტები საქართველოში არ მომხდარა
„როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე, მაშინ მათ უნდა დაასაბუთონ - ასე უაზრო ნარატივებით არა, უარგუმენტოდ, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ ის, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დ...































