მაია ბითაძე: გვინდა, ლევილი დარჩეს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის მეხსიერებად, არამედ იქცეს ჩვენი კულტურის ცოცხალ ცენტრად ევროპაში - ადგილად, სადაც ისტორია, განათლება, კულტურა და ახალი თაობა ერთმანეთს შეხვდება

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მიმართა.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო ამ ისტორიული ადგილის ახალი სიცოცხლის დაწყება. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მინისტრმა იმ ადამიანების ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა როლით იბრძოდნენ ლევილის მამულის დასაბრუნებლად.

„2016 წლის 23 სექტემბერს ამ ხანგრძლივმა პროცესმა ისტორიული შედეგი მოიტანა - ლევილის მამული საქართველოს გადმოეცა. დღეს კი ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ; ჩვენ გვინდა, ლევილი დარჩეს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის მეხსიერებად, არამედ იქცეს ჩვენი კულტურის ცოცხალ ცენტრად ევროპაში - ადგილად, სადაც ისტორია, განათლება, კულტურა და ახალი თაობა ერთმანეთს შეხვდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ლევილთან დაკავშირებული ისტორიის ნაწილი არიან - სახელმწიფო უწყებებს, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, მათ ოჯახებსა და შთამომავლებს, ლევილის მუნიციპალიტეტს, პარიტეტული კომისიის წევრებს.

„განსაკუთრებით მადლობა პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ ისტორიული ადგილის ახალ სიცოცხლეს სჭირდება. დღეს ლევილში ერთმანეთს ხვდებიან წარსული და მომავალი. ის საქართველო, რომელიც აქ საუკუნის წინ შეინარჩუნეს, და ის საქართველო, რომელიც დღეს საკუთარი სახელმწიფოს სახელით აქ ბრუნდება. ეს არის ჩვენი საერთო მემკვიდრეობა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მომავალი. ვუსურვებ ლევილს, კვლავ იყოს ადგილი, სადაც საქართველო ცხოვრობს, ქმნის და ევროპას საკუთარ კულტურას უზიარებს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790428094

საზოგადოება

საპატრიარქო: ჯვართამაღლების დღესასწაულზე შიო III წირვას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო I...

სამების ტაძარი

1790425015

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას

ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღ...

შალვა პაპუაშვილი

1790422117

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა

ძალიან კარგია, რომ „ნაცები ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...

ლევან მაჭავარიანი

1790421512

საზოგადოება

კახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...

კახა კალაძე

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი