ლევან მახაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში. იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით

ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, რიგი ევროპელი ლიდერების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. დიდი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისადმი მოსახლეობის ნდობის სისტემური დეფიციტია. ამ ქვეყნებში ამომრჩეველი ითხოვს ხელმისაწვდომ ცხოვრებას, საზღვრის კონტროლს, საზოგადოებრივ წესრიგს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, მშვიდობას. ამის ნაცვლად ხშირად იღებს გაუთავებელ გეოპოლიტიკურ მობილიზაციას, ომის დღის წესრიგს, ბიუჯეტის სამხედრო პრიორიტეტებზე გადაწყობას და იმ განცდას, რომ გადაწყვეტილებები არა მათ დედაქალაქებში, არამედ არაფორმალურ კაბინეტებში მიიღება, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, როცა ხილული ხელისუფლება უხილავ ცენტრებს ემორჩილება, როცა ქვეყანა მუდმივი კონფლიქტის ინსტრუმენტად იქცევა, როცა დიპლომატია ლოზუნგებით იცვლება და როცა კრიტიკა „არასწორ მხარეს დგომად“ ცხადდება, ასეთ დროს იშლება ლეგიტიმაცია, ამომრჩეველში კი იზრდება გაუცხოება.

„ევროპული ოჯახი ჩვენთვის ცივილიზაციური არჩევანია, მაგრამ ევროპულობა არ ნიშნავს ბრმა მიბაძვას იმ შეცდომისა, რომელსაც დღეს ფრანგი, გერმანელი თუ ბრიტანელი ამომრჩეველი რეიტინგებით აფასებს. ამ რეიტინგებში ჩანს ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტის მცდარი პოლიტიკის ანარეკლი. ეს რეიტინგები არის ხალხის მკაფიო ხმა, რომ მშვიდობა, სუვერენიტეტი და მოქალაქეების კეთილდღეობა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. და ვინც ერთს სწირავს მეორეს, ჯერ კარგავს ხალხის ნდობას, შემდეგ კი პოლიტიკურ მომავალს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

„გამოვეხმაურები ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებასაც, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ ამერიკის MAGA-სთან. ამით ევროკავშირის გაფართოების კომისარი ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ პოლიტიკურ ძალას იმავე კატეგორიაში აყენებს, რომელშიც რუსეთს — ასახელებს როგორც „მოწინააღმდეგეს“ და “მტერს” გაფართოების პროცესში. ეს განცხადება მიუღებელი და საქართველოსთვის პირდაპირ საზიანოა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთმა გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ბრიუსელი იქამდე, სადაც ის დღეს იმყოფება.

„ბრიუსელის მხრიდან ამ ორის გაიგივება არის სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა: როცა პარტნიორობას აღარ ზომავ ინტერესით, არამედ იდეოლოგიური სიწმინდით, ადრე თუ გვიან, საკუთარ მოკავშირესაც მტრად გამოაცხადებ. დღეს ეს უკვე მოხდა. ტრანსატლანტიკური სივრცეში უკვე მიმდინარეობს შიდა, ჩუმი გეოპოლიტიკური დაპირისპირება: ვაჭრობაში, ტექნოლოგიებში, გავლენის სფეროებში, კანდიდატ ქვეყნებშიც კი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ჩაებას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის იდეოლოგიურ ომში.

„ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ ჩვენი საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად.

არასწორია ეს მოწოდება იმიტომაც, რომ ის ბრიუსელის სისუსტეს უფრო ამჟღავნებს და არა სიძლიერეს. თუ ევროპული პროექტი იმდენად მყიფეა, რომ მას ამერიკელი ამომრჩევლის არჩევანი ანგრევს, პრობლემა არა MAGA-ში, არამედ თავად ბრიუსელშია და იმ მცდარ პოლიტიკაში, რომელმაც ევროპა ინტერესებიდან იდეოლოგიაზე გადაიყვანა.

საქართველოს პოზიცია მკაფიოა: საქართველო არაფერს დაუთმობს იმ რადიკალურ ძალებს, რომელთათვისაც დესტაბილიზაცია პროგრამაა, მშვიდობა - პრობლემა, აფხაზეთი და ცხინვალის ისტორიული რეგიონები კი - მოსაშორებელი „ტრავმული მეხსიერება”. საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაწყდება თბილისში და არა რომელიმე კომისრის კაბინეტში, და იგი გადაწყდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789462768

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფა...

ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები

1789462009

საზოგადოება

მახაშვილი: ვინც გვეუბნება, რომ ევროკავშირის გზა MAGA-სთან ურთიერთობის გაწყვეტაზე გადის, ის გვთხოვს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ვაქციოთ სხვისი შიდა იდეოლოგიური დაპირისპირების საგნად

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრიუსელის მხრიდან აშშ-ის მმართველ პოლიტიკურ ძალასთან (MAGA) ურ...

ლევან მახაშვილი

1789460964

საზოგადოება

ირმა ინაშვილი ახობაძეზე: მას და მისნაირებს მორალი არ აქვთ, ეს სულ სხვა ჯიშია, თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს, ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები

„თავისივე მხარდამჭერებმა არაერთი პოსტი მიუძღვნეს, რომ დებატებისთვის მზად არ იყვნენ და წააგეს. ამას მოჰყვა შემდეგ ბატონი ახობაძის გაბრაზებული კომენტარები“, - განუცხადა „იმედინიუსს“ ირმა ინაშვილმა. კერძ...

ირმა ინაშვილი ახობაძეზე

1789460705

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში კაფე-ბარ „ქენთ სთოფს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ზ.-ის (მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის N49) კუთვნილი კაფე...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1789459860

საზოგადოება

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი ჯერ გადაცემაში მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ახობაძემ მასზე დაწერა: „მევასება ასეთ **ეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ ამით ვკაიფობ“

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ, ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ფერაძის კითხვაზე...

ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი