პრემიერი: ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს, თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს
მიხარია, რომ დღეს ვესწრებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვხსნით თოდუას კლინიკის ახალ, 9-სართულიან კორპუსს. ეს არის 35-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება და ეს მასშტაბური პროექტი რეგიონში მედიცინის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კლინიკაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„სტაციონარულ რესურსს 50 პროცენტით ზრდის ეს ინვესტიცია და დამატებით 300 ადამიანს ასაქმებს. ჩვენ გვქონდა საშუალება, ღონისძიების წინ დაგვეთვალიერებინა უშუალოდ კლინიკის შენობა და ნამდვილად შთამბეჭდავია ამ კლინიკის თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტები. ახალი სტაციონარი 100 პაციენტზეა გათვლილი. მასში 7 საოპერაციო დარბაზი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაა, რომელიც 10-მდე პაციენტს იტევს. საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში პირველად, საოპერაციოები მოეწყო მინუს პირველ სართულზე, საოპერაციო ბლოკისა და ინტენსიური თერაპიის სრული ტექნოლოგიური აღჭურვა კი რეგიონში არის ნამდვილად უპრეცედენტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით დანერგილი ტექნოლოგიები ზრდის მკურნალობის ხარისხს, რაც ძალიან თვალსაჩინოა ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას.
„ამ განვითარების უკან მარტივი პრინციპი დგას - ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღება მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ქართველი პაციენტები არჩევენ მკურნალობას საზღვარგარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ამ პრაქტიკის მინიმუმამდე დაყვანა. ასეთი პროექტები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ამ შედეგის მიღწევას და სახელმწიფოს ინვესტიციებიც განხორციელდება მომავალშიც ამ მიმართულებით. თანამედროვე კლინიკა სრულფასოვნად მაშინ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, როცა მკურნალობის საშუალება ყველას აქვს. საყოველთაო ხელმისაწვდომობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. სწორედ ამიტომ ვზრუნავთ სამედიცინო სერვისების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1795614234
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრ...
1795613998
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...
1795612609
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...
1795612104
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1795611668
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლ...




























