ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენ ვაშენებთ მოდულს - ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული ნოუჰაუ
„ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბაზრის კვლევის ეტაპზე ევროკავშირის არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად საქართველოში დაინერგება.
„რაც შეეხება გამჭვირვალეობას, ელექტრონული შესყიდვების ნაწილში ეს ახლაც უზრუნველყოფილია, ჩვენ პრობლემა გვქონდა ბაზრის კვლევასთან, მიმართებაში. ჩვენ ვაშენებთ მოდულს, ამ ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია. თუკი რაიმეს დაზუსტება მოუნდება კონკრეტულ ბიზნეს-სუბიექტს, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან მიიღებს ავტომატურად პასუხს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება თავისი უნიკალური ანგარიში, მეილი. ეს არის ქართული ნოუჰაუ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...


























