ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა
„რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც დაიზოგა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წლის ბოლოს იქნება 6 თვის ანგარიში, სადაც აისახება ის საკმაოდ სერიოზული და შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც არის ეკონომიებთან მიმართებით.
„ჩვენ აქამდეც გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ შესყიდვების კუთხით ქვეყანაში ვითარება გაჯანსაღებულიყო, მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მეთვალყურეობს ამ ნაწილს უწყებებში. წლის ბოლოს გვექნება 6 თვის ანგარიში, საკმაოდ სერიოზული და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს იმ ეკონომიებთან მიმართებაში, რომელიც შეიქმნა წინა წლებთან შედარებით შესყიდვების ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც დაიზოგა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით. ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება და საზოგადოებას ამას გავაცნობთ წლის ბოლოს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...


























