შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს?
ევროკავშირმა 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს?- განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასებისას.
პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მიუღებელია საქართველოს, რომლის ორი რეგიონი რუსეთს მიერ ოკუპირებულია, უკრაინის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო უსაყვედურონ.
„დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფრიალა სქემა, არ ვიცი რატომ უხაროდა ამ სქემის ჩვენება. ევროკავშირი 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე უკრაინას დაეხმარა 180 მლრდ ევროთი, ამავე დროს 310 მლრდ ევროკავშირმა გადაუხადა რუსეთს, სხვადასხვა პროდუქტებში, ენერგომატარებლებში და ასე შემდეგ. ანუ 120 მლრდ-ით მეტი მისცა რუსეთს, ვიდრე უკრაინას და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? კაია კალასის მეუღლე ჩართული, რომ იყო რუსეთთან ვაჭრობაში, ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება რამეს? ლიტვა ჩვენ გვეუბნება რამეს? ჩვენზე მეტი ღვინო რომ შეაქვთ რუსეთში? ესენი საერთოდ რა მორალით გვესაუბრებიან ქვეყანას, რომლის ორი რეგიონი რუსეთს ოკუპირებული აქვს და ჩვენ გვეუბნებიან, რომ [უკრაინას] არასაკმარისად ვუჭერთ მხარს?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის მორალის კითხვა იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არსებული ვითარებით სარგებლობენ.
„უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ვსაუბრობდი და დღეს ვნახე გაეროში ყველა წევრის მიმართ მადლობა ვინც მხარი დაუჭირა ერთ-ერთ რეზოლუციას, მათ შორის საქართველოც არის და ჩვენ გვეძახიან დე ფაქტო ხელისუფლებას, პრორუსს ხელისუფლებას, ჩვენს ხმებს ხო კარგად ირგებენ? მორალის კითხვა იმ ხალხისგან, რომლებიც ხელს ითბობენ ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ გვეკუთვნის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...



























