პაპუაშვილი: რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო
სინამდვილეში, რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე, არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანმა ჰკითხა, ვინ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ან რა ტიპის ნაბიჯი უნდა იყოს, რომელიც საქართველოსა და ბრიუსელს დიალოგამდე მიიყვანს.
„სიმართლე არის ერთი, რომ დღევანდელი ბრიუსელის ხელში ევროპულ კავშირში მხოლოდ სახელი რჩება ევროპული და იქცა კავშირად. ვისაც საბჭოთა კავშირი აქვს გამოვლილი, ევროკავშირზე საბჭოთა კავშირი და სოვეტიზაცია ახსენდება. რაც შეეხება კანონებს [რომლის გაუქმებასაც ითხოვენ], ჩამოყალიბდნენ. არ ვითხოვთ ლგბტ პროპაგანდასო და თან ამბობენ, კანონი გააუქმეთო. ეს ერთი მეორესთან როგორ ჯდება?! თუ გვეუბნები, რომ გააუქმე ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, ეს ნიშნავს, რომ დაუშვი სქესის შეცვლა, სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში პროპაგანდა. თუ ჭკუაში გვატყუებენ, ან ქართველი ხალხი სულელები ჰგონიათ, იმიტომ არიან იმ დღეში, რა დღეშიც არიან საქართველოსთან დაკავშირებით.
სინამდვილეში, რატომაც არიან ევროპელი ბიუროკრატები გაბრაზებულები ქართველ ხალხზე, არის ის, რომ 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ როგორ გავბედეთ და ამხელა ევროკავშირს მოვთხოვეთ, მოდი გაასაჯაროვე ჩვენს ქვეყანაში რა ფულს ხარჯავო. დღემდე ხომ არ ასაჯაროებენ ამ ყველაფერს?! ამაზე არიან გაბრაზებულები და უნდათ, რომ ისევ ფარულად აფინანსონ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია. ვიცით დადასტურებით, რომ ევროკავშირის ფული დაიხარჯა ამაში. უნდათ აფინანსონ აქციის მოძალადე მონაწილეებისთვის აღჭურვილობა და ჩვენ დანამდვილებით ვიცით ფაქტები, რომ დაფინანსდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან. უნდათ დააფინანსონ ჯარიმების გადახდა და ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ჯარიმები გადაიხადეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან. უნდათ კვლავ ფარულად დააფინანსონ პარტიები და ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ პარტიებს ფარულად აფინანსებდნენ. უნდათ კვლავ რადიკალებში დახარჯონ ფული და თან ისე, რომ იმის პატივიც არ დაგვდონ, რომ ეს ყველაფერი ფარულად აფინანსონ და ქალბატონმა კოსმა რაც განაცხადა, რამე ღირებულებაში ჯდება?! თქვა, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ გვერდი კანონებსო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...



























