შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის გაუქმებულ შეხვედრაზე: რაც შეეხება საბაბს, რომ ვიღაც იყო მიუღებელი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება დელეგაცია. სინამდვილეში გაექცნენ დიალოგს. იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ
რაც შეეხება საბაბს, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. სინამდვილეში გაექცნენ დიალოგს. იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიუსელს ეშინია დიალოგის ვინაიდან იცის, რომ ცრუ ნარატივზე აწყობილი კრიტიკა ჩამოეშლება.
„მზად იყო დელეგაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზედაც დღეს ბრიუსელი დგას, ის დეზინფორმაციას, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს არგუმენტირებული პასუხი გაეცა. სინამდვილეში გაექცნენ ზუსტად ამ დიალოგს. ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს. ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი. ძლიერს არ ეშინია დისკუსიის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი რადიკალური აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის. მსჯელობას გაურბიან სუსტები.
რაც შეეხება საბაბების ძიებას, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ჯერ ერთი ვინ ეკითხება იმ მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. მათ თუ სურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს. და მეორე, ვინ გვეუბნება ამას - ბრიუსელი?! სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ სულ ცოტა ხნის წინ. მართლმსაჯულების კომისართან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, წამების სისტემის შემქმნელთან ისხდნენ. ეს ხალხი გვიწუნებს ჩვენ რამეს დელეგაციაში? ეს ხომ არის ფარისევლობა და „სოვეტიზაცია“ ბრიუსელის. აბსოლუტურად აცდენილები არიან იმას, რასაც ჰქვია ევროპა და ევროპული ღირებულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ბრიუსელმა ჩაშალა.
1763664796
მსოფლიოჯეი დი ვენსი - უკრაინამ და რუსეთმა, ომის წარმოების ნაცვლად, ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ
უკრაინამ და რუსეთმა ომის წარმოების ნაცვლად ერთმანეთთან უნდა ივაჭრონ და კულტურული გაცვლები განახორციელონ, ეს არის დონალდ ტრამპის ფუნდამენტური შეხედულება ამ საკითხებზე – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდე...
1763659940
მსოფლიოუკრაინის პრეზიდენტის ოფისში ადასტურებენ, რომ აშშ-ისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს
უკრაინაში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ომის დასრულების გეგმის პროექტი მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ...
1763658133
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა
„როგორც სპორტსმენმა, ზუსტად ვიცი რა არის გამარჯვების და მარცხის ფასი და დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ფეხბურთელებს და სპორტსმენებს სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...
1763656609
საზოგადოებადავით კაჭარავა ფეხბურთელების ბულინგზე: ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, რომლებიც მოხარულები იქნებიან თუ ნებისმიერი სპორტის სახეობა იქნება წარუმატებელი საქართველოში
ეს ადამიანები არიან უბრალოდ მავნებლები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე მიმდინარე ბულინგთან დაკავშირებით. კერ...
1763655069
სპორტიგვანცა ზადიშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ზადიშვილმა თანაგუნდელი ნინა თბილაშვილი 15:13 დაამარცხა. შედეგად, ზადიშვილი ტურნირი...



























