ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
„ძალიან მარტივი ლოგიკა აქვს ამას. ევროკავშირსაც არ უნდა, რომ ზედმეტ ტვირთად დააწვეს კონკრეტული ქვეყანა. დღევანდელი მოცემულობით, ამაზე საუბრობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. არაერთ ლიდერს პირადად ჩემთან უსაუბრია ამასთან დაკავშირებით. დღეს თეორიულად რომ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც დღეს არის დოტაციაზე, ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, ყველას უნულდება არსებული ფორმულით დახმარება. უკრაინა რომ გახდეს ხვალ ევროკავშირის წევრი, ისინი აცხადებენ, რომ ყველას გაუნულდება დახმარება, ყველაფერი წავა უკრაინაში და მაგალითად, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს და ა.შ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გაუნულდებათ ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც იღებენ ევროკავშირის საერთო ფონდიდან. ასეთ ვითარებაში ეკონომიკას ენიჭება განმსაზღვრელი მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავეა.
„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 5 წლის წინ იყო 16 მილიარდი დოლარი და გახდა შარშან 38,1 მილიარდი დოლარი ანუ გაიზარდა 22,1 მილიარდით ანუ გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მოლდოვას რაც შეეხება 11,5 მილიარდი დოლარი იყო და გაიიარდა 20,1 მილიარდ დოლარამდე ანუ 8,6 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა საქართველოს და მოდლოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ 5 წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით. ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი ბიუჯეტი აქვს დღეს საქართველოს, ვიდრე მოლდოვას. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას. დატვირთეს სესხებით, კრედიტებით, რომლებიც მერე უნდა გაისტუმროს მოლდოვამ და ამ სესხების ფონზე არის ამხელა სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 13,5 მილიარდი დოლარით მხოლოდ 5 წლის განმავლობაში. აქაც ხედავთ, რომ საქართველო ობიექტურად ეკონომიკური კუთხით არის ბევრად უფრო სასურველი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ვიდრე მოლდოვა ან უკრაინა. უკრაინაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის რეალური ეკონომიკა 21 პროცენტით შემცირდა.
„ვინც იცის ეკონომიკა, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის ეკონომიკური კატასტროფა, დაახლოებით ის, რაც საქართველოში მოხდა 90-იან წლებში. გასაგებია, ომია, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგა უკრაინამ ამ ომის შედეგად წლების განმავლობაში. ეს არის არსებითი ევროკავშირისთვის როდესაც საუბარია ქვეყნის გაწევრიანებაზე. უკრაინა ხვალ რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, თავად ამ ქვეყნების ლიდერები გვეუბნებიან, რომ განულდება მათი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც წლების განმავლობაში იღებდნენ ევროკავშირის მხრიდან. მოლდოვაში არ იყო, თუმცა მოლდოვის რეალური ეკონომიკა იგივე წლების განმავლობაში შემცირდა ერთი პროცენტით. კატასტროფაა ანუ საუბარია 4-წლიან პერსპექტივაზე. 4 წელიწადში ჯამურად მოლდოვაში შემცირდა 1 პროცენტით. იგივე დროს საქართველოს რეალური ეკონომიკა გაიზარდა 41,1 პროცენტით. ხედავთ რამდენად უფრო სასურველი პარტნიორი გახდა გახდა ეკონომიკური კუთხით საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ობიექტურ შეფასებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...






























