მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ სამ ტელევიზიას უარი ეთქვა მოლდოვაში აკრედიტაციაზე, ამ ფაქტის შესახებ ევროსაბჭოს წევრებმა იცოდნენ

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით ვითარდება, უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების თაობაზე“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, შეუძლებელია, ყურადღების გარეშე დარჩეს დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ.

„დემოკრატიაზე საუბრისას შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება. შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ – რამდენად შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ორმაგ სტანდარტებს მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა ჩემი გამოსვლისას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, როდესაც საუბარია ხალხის მხარდაჭერაზე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, პირველ რიგში, წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს.

„გარდა ამისა, არჩევნები არის ის, რაც, პირველ რიგში, განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ვსაუბრობდეთ დემოკრატიულ უკუსვლაზე და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამიანები ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვამ ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778837883

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს "ნიკორა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

1778837102

ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს აწესებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს...

მომსახურების სააგენტო

1778835609

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრორუსულის“ იარლიყის მიწებება, არა პოლიტიკური შეფასება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

„დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას, თუმცა ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა, არანაკლებ საშიშია ორმაგი სტანდარტები, დემოკრატიის ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1778835234

ახალი ამბები

პრემიერი: როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა, ყველა არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა - ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

იქნება ეს გვარამია, „ლელო“, გახარია, თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის ერთი ძალა, მათ აერთიანებთ ერთი რამ, ყველა მათგანი არის უცხოური აგენტურის წარმომადგენელი, ყველა მათგანი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წ...

ირაკლი კობახიძე

1778834824

ახალი ამბები

პრემიერი: 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და ეს წელი იქნება განსაკუთრებული ქვეყნისთვის

„17 მაისი იქნება განსაკუთრებული. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლისთავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალი...

ირაკლი კობახიძე