პრემიერი: ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი გამოყენებული იქნებოდა როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი

თავდაპირველი გათვლითვე, საქართველო იყო სამიზნე და თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით, ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს - არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

მისივე თქმით, ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ევროკომისია თვითონვე აღიარებდა თავის დასკვნაში, რომ საქართველო წინ უსწრებდა სხვა ქვეყნებს, ვისაც მანამდე მიანიჭეს სტატუსი.

„ძალიან მარტივადაა საქმე, ჩვენ გვქონდა ასეთი მოცემულობა 2022 წლის თებერვალში - გვქონდა ერთი შეხვედრა, სადაც პირდაპირ წაგვიყენეს ომის დაწყების, ომში ჩართვის მოთხოვნა, მე ვესწრებოდი პირველ შეხვედრას, მეორეს მე არ ვესწრებოდი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ესწრებოდა და ორივე შეხვედრაზე პირდაპირი ფორმით წაგვიყენეს ომში ჩართვის მოთხოვნა. ამის შემდეგ იწყება ძალიან უცნაური პროცესი - 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინას სთავაზობენ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რაც ყველას გაგვიკვირდა. ვიწრო წრეში გვქონდა მაშინ მსჯელობა, რამდენიმე ადამიანი ვმსჯელობდით და ყველას გაგვიკვირდა, რადგან მაშინ კიდევ უფრო მძიმე ვითარება იყო რაღაც კუთხით უკრაინაში, ვიდრე არის დღეს.

პირდაპირ კიევში იყო შესული უკვე რუსული ტანკები, ობოლონის რაიონი ჰქონდათ დაკავებული. ასეთ დროს, რა შუაში იყო ევროკავშირის განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო. სულ სხვა რამ სჭირდებოდა მაშინ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და სთავაზობენ უცებ კანდიდატის სტატუსს, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, ალოგიკური იყო. ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით და მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანეთ ჩვენთვის.

ჩვენი დასკვნა იყო რა, რომ სამიზნე იყო საქართველო, აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის განვითარება, რაც მოჰყვებოდა ამ შეთავაზებას. რა თქმა უნდა, მოლდოვაც შეუერთდებოდა ამ ინიციატივას და, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევერთებოდით ამ ინიციატივას, იმიტომ რომ ეს სამი ქვეყანა იმთავითვე ერთ კონტექსტში განიხილებოდა. აბსოლუტურად ლოგიკური იყო შემდგომი გაგრძელება და ჩვენი თავდაპირველი გათვლითვე სამიზნე იყო საქართველო და შესაბამისად, თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ.

შემდეგ მოხდა რა - ივნისში არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შეგახსენებთ, რომ მაშინ არ იყო არც 12 პუნქტი, არც 9 პუნქტი, არაფერი ევალებოდა არც საქართველოს, არც მოლდოვას, არც უკრაინას. ერთადერთი, საჯარო მოხელეები უნდა დამსხდარიყვნენ და შეედგინათ დოკუმენტი, რომელიც შევადგინეთ, დაახლოებით 5000-გვერდიანი დოკუმენტი იყო, რომელზეც მუშაობდა მთელი სახელმწიფო სამსახური, ჩვენი საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულები, გავაგზავნეთ არსებული ვითარების აღწერა, არავითარი ვალდებულება არ იყო შესასრულებელი იმ მომენტში.

და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკომისია მოგვიანებით აქვეყნებს შეფასებას, სადაც თვითონვე აღიარებს, რომ ჩვენ წინ ვუსწრებთ სხვა ქვეყნებს, ვისაც მიანიჭეს მანამდე კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ხდება ზუსტად ის, რაც გავთვალეთ.

მანამდე შეგახსენებთ, ამაზე აპრილშივე ვსაუბრობდით ჩვენ საჯაროდ, აპრილში გაიმართა შეხვედრა ბაკურიანში, კონფიდენციალური შეხვედრა, რომელსაც ერთ-ერთი უცხოელი მაღალჩინოსანიც ესწრებოდა, ვახშამზე იყო გვიან ჩასული და შემდეგ დაბრუნდა თბილისში და იქ პირდაპირ ტრენინგი ჩაუტარდათ რევოლუციაში. იქ იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, „ენჯეოებისა“ და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ოპოზიციაზეა საუბარი. ტრენინგი ჩაუტარდათ რევოლუციაში, ცნობილი „აკერმანის“ ტრენინგი და იქ იყო საუბარი რაზე - თუ-ს გარეშე იყო საუბარი, როცა არ მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი საქართველოს ივნისში, აპრილში იყო ამაზე საუბარი, უნდა მოეწყოთ რევოლუცია ამ საბაბით და ასეც მოხდა. ნახეთ, რამხელა აბსურდში შეიყვანეს ჩვენი საზოგადოება - ევროკავშირმა უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირისვე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას. იმის გამო, რომ მათმა დონორებმა მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება.

მას შემდეგ წელიწადნახევარი დაგვჭირდა კანდიდატის სტატუსისთვის საბრძოლველად და მთელი ეს პუნქტები იყო 12 პუნქტი, 9 პუნქტი, ოპოზიცია არ შემოდიოდა სამუშაო ჯგუფში. წელიწადნახევარი ვიბრძოლეთ ჩვენ და ჩვენ გვაბრალებენ, რომ არ გვინდა ევროინტეგრაცია. ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის - სამუშაო ჯგუფები, ცვლილებები და ა.შ. როცა გაცვდა უკვე კანდიდატის სტატუსი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, 2023 წლის დეკემბერში მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. აქედან დაიწყო უკვე ახალი შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნის ინსტრუმენტით. ეს არის მთელი ისტორია.

ანუ, ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, მაშინ კიდევ უფრო დიდი იყო მხარდაჭერა, ვიდრე ეს უსამართლობა დაიწყებოდა და კონკრეტულ ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ ევროინტეგრაციის საკითხი გამოყენებული იქნებოდა, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც ვერ მიაღწიეს საბოლოო ჯამში.

ამის შემდეგ ვრჩებით იმავე მდგომარეობაში. ვერ გამოვიდნენ აქედან - ევროკავშირის ელჩი პირდაპირ გამოვიდა საპარლამენტო არჩევნების წინ და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს მობილიზებულიყვნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაც ნიშნავდა პირდაპირ იმას, რომ ევროკავშირის ელჩს უნდოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს, ეს ხომ ღიად ხდებოდა, დემოკრატიულ არჩევნებში პირდაპირ ჩაერია ევროკავშირის ელჩი. შანტაჟი - ეს არის ერთადერთი ახსნა, ყველა პარამეტრით საქართველო არის ბევრად უფრო წინ, დანარჩენი რჩება შანტაჟად,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780946907

საზოგადოება

პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...

ირაკლი კობახიძე

1780946274

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას

საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1780944615

საზოგადოება

პრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით

საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...

ირაკლი კობახიძე

1780944557

საზოგადოება

პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...

ირაკლი კობახიძე

1780944468

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...

მაკა ბოჭორიშვილი