ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს: მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში, ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?

„წლების განმავლობაში, მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. მაია სანდუ და ფაშინიანი ერთმმართველები არიან? ან ავტოკრატები არიან თუ როგორ არის?“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ.

„რაც შეეხება ერთმმართველობას - ერთმმართველობას რას ეძახით, მართლა ვერ ვხვდები. რადგან ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ახლა იყო სომხეთში არჩევნები. რამდენი წელია, ფაშინიანი არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მისი პარტია ერთპარტიულად განაგებს ქვეყანას უკვე ძალიან ბევრი წელია. არის სომხეთში ერთმმართველობა? უნგრეთში ახლა მოიგო არჩევნები პეტერ მადიარმა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ერთმმართველობაა უნგრეთში ჩამოყალიბებული? არის ყველგან ერთი და იგივე მოცემულობა. ავიღოთ მოლდოვა და სომხეთი, ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ... არსებითი განსხვავება არ არის, 8 წელი იქნება, 12 თუ 16. არის ორი ქვეყანა, სადაც კონკრეტულ პარტიებს და პოლიტიკოსებს აქვთ ჩამოყალიბებული ერთპარტიული უმრავლესობა. ერთპარტიული უმრავლესობა თითქოს არის უბედურება, ეს კლიშეც არის დამკვიდრებული. სომხეთში სამი შტო არის - აღმასრულებელ შტოს აკონტროლებს ფაშინიანი. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი არის მისი თანამებრძოლი. საკანონმდებლო უმრავლესობა არის ჩამოყალიბებული, მისი ლიდერია. იგივე მოცემულობაა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება სასამართლოს, იქ არის ზუსტად გარკვეული ვარაუდები და საუბრობენ ფაქტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაიჭირეს ერევნის ყოფილი მერი, ან განათლების ყოფილი მინისტრი, რომ დააკავეს კანდიდატები და ა.შ. აბრალებენ ახლა ფაშინიანს, რომ სასამართლო მისი კონტროლის ქვეშ არის. განსხვავება მითხარით, რა განსხვავებაა. ან რა განსხვავებაა მოლდოვასა და საქართველოს შორის. სანდუ არის პრეზიდენტი, პრემიერებს ხსნის როგორც უნდა, მას ექვემდებარება მთავრობა, მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება, მისი უმრავლესობა არის პარლამენტში. მთლიანად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს. არის ასევე სერიოზული ეჭვები, როცა აიკრძალა პარტია, როცა დაიჭირეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მეორე პოლიტიკოსი, მესამე პოლიტიკური ლიდერი, ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი და ა.შ. ეჭვები არსებობს, რომ სანდუ აკონტროლებს სასამართლო სისტემას. საქართველო, მოლდოვა და სომხეთი რომ ავიღოთ, იქ მეტს ამბობენ, ოღონდ არ ამბობენ ისინი, ვინც ჩვენ გვიკრძალავს ევროინტეგრაციას - ევროპული ბიუროკრატია იგულისხმება ამ ყველაფერში, მაგრამ სხვები აფასებენ სხვანაირად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784030887

ახალი ამბები

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მ...

ონისე ცხადაძე

1784030103

ახალი ამბები

პრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...

ირაკლი კობახიძე

1784028158

ახალი ამბები

პრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა

„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...

ირაკლი კობახიძე

1784027265

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია

1784025534

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება

„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...

ლევან მაჭავარიანი