პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მისივე თქმით, საქართველო ასევე უსწრებს უკრაინას და მოლდოვას არაერთი პარამეტრით, მათ შორის, კანონის უზენაესობის ინდექსითა და კარგი მმართველობის ინდექსით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსზეა საუბარი, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ამ კონკრეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80 ადგილზე, უკრაინა 104-ე ადგილზე. ანუ, თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც. კანონის უზენაესობის ინდექსი, რომელსაც აქვეყნებს „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“, საქართველო 52-ე ადგილზეა, მოლდოვა 68-ზე, უკრაინა 90-ზე. კარგი მმართველობის ინდექსი, „ჩენდლერის ინსტიტუტი“, ვერავინ შეიტანს ეჭვს მათ მიუკერძოებლობაში, საქართველო 43-ე ადგილი, მოლდოვა 65-ე ადგილი, უკრაინა 81-ე ადგილი. ასევე, არსებობს თვითონ ევროკომისიის შეფასებები და საოცრება მოხდა 2022 წლის ივნისში, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მიანიჭეს უკრაინას და მოლდოვას და შემდეგ გამოქვეყნდა მაგალითად მოლდოვას რომ შევადაროთ თვითონ ევროკომისიის ანგარიში, სადაც ქულებით იყო შეფასებული ქვეყნები, მათემატიკურად დადგენადი იყო ვინ იყო წინ და ვინ უკან. 2023 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა იმას, რომ საქართველო მოლდოვას უსწრებს წინ, ბოსნიას უსწრებს წინ, რომელსაც მერე მიენიჭა სტატუსი, ჩვენამდე - საქართველომდე. ეს არის მდგომარეობა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური პლურალიზმის, არჩევნების, მედიის თავისუფლების კუთხით, რაც არის შექმნილი საქართველოში და რაც არის შექმნილი მოლდოვასა და უკრაინაში“,- აღნიშნა პრემიერმა.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































