პრემიერი: მოლდაველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ, ეს არის საერთო მოცემულობა - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ
2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, იყო 21,3% და შემცირდა 7,1%-მდე. უკრაინაში 2021 წელს დაახლოებით 21% იყო სიღარიბე, გაიზარდა 41,6%-მდე. 90-იანი წლები არის დაბრუნებული უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე ვითარებაა მოლდოვაში.
„უკრაინაში ომია, მოლდოვაში არ არის ომი. 2019 წელს 25,2% იყო სიღარიბე მოლდოვაში და შარშანდელი მონაცემებით, გაიზარდა 31,6%-მდე. საქართველოში, მიუხედავად სისტემური და სისტემატური უსამართლობისა, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სწორედ ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი რიტორიკის წყალობით, კრიტიკაც იყო, მაგრამ იყო მხარდამჭერი გზავნილებიც ევროინტეგრაციის მიმართ, ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება ევროინტეგრაციის მიმართ. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი, ქვეყნის მოსახლეობის 54,6%-მა, ვინც რეფერენდუმში ქვეყანაში მისცა ხმა, უარი უთხრა ევროინტეგრაციას. ამ ქვეყანას გვადარებენ ჩვენ. მოლდოვაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას არ უნდა ევროინტეგრაცია. 54,6% არის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი, საუბარია იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ვინც უშუალოდ ხედავს ყველაფერს. მოლდოვაში მცხოვრებ მოლდაველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია და ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ეს არის საერთო მოცემულობა - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ. ეს ხომ ციფრებია. ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ ციფრები. ყველაზე მეტად ეზიზღებათ ციფრები, რადგან ციფრები აჩვენებს შიშველ სიმართლეს. დანარჩენი არის დემაგოგია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































