"მე, ვიმყოფები არა ქართულ, არამედ-რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე მორიგი მიმართვა ვრცელდება.
როგორც აღნიშნულ მიმართვაშია ნათქვამი, მას ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება აღარ აქვს და შეხვედრის ოთახში შუშის კედელი ბოლომდე ამოუშენეს.
"დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.
სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!
დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანიმობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ.
ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!
მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ-რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































