"გთხოვთ "ნაცმოძრაობის" მედიებს, ქალბატონი ვნახე წეღან, მთავრობის გადადგომას ითხოვდა ნუ დასცინით ამ ხალხს" - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მოქალაქეები თავიანთი ნებით მიდიან და ამას მათ არავინ აძალებს.
"გულწრფელად გთხოვთ, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობის" მედიებს, თავი დაანებოთ ამ ხალხის დევნას, ბულინგს.
ქალბატონი ვნახე წეღან, მთავრობის გადადგომას ითხოვდა, სადღაც ჩაწერეთ, წარმოუდგენელი ამბავია.
ნუ დასცინით ამ ხალხს.
რაც შეეხება იმ ათობით ათას ადამიანს, რომელიც დღეს თბილისში შეიკრიბებიან, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება ამ აქციას.
"ნაცმოძრაობას" რაც შეეძლო, ფიზიკურად ძალადობდა, ახლა ფსიქოლოგიურად და ინფორმაციული თვალსაზრისით ძალადობს, ამის წინააღმდეგ გამოდიან ადამიანები.
კონტრაქცია ფიზიკურად ვერ იქნება.
ირაკლი კობახიძემ თქვა და ვეთანხმები, რომ მართლაც დაახლოებით იმდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი დაგვჭირდა ამ აქციისთვის, რამდენიც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იყო.
ამასთან, შეჯიბრი არაფერში არ წერია. წარმოუდგენელია, არანაირ კონტრაქციაზე საუბარი არ არის. საუბარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის, განვითარების მხარეს", – აღნიშნა ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.
ამავე თემაზე:
🔵 "აქციაზე, გივი სიხარულიძისგან 25 სანტიმეტრიანი დისტანცია დაიცავით, ეგეც მოდის" - ირინა სარიშვილი
🔵 დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება იმართება
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































