მეუფე შიო: ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს, გვინათებს ცხოვრებას, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება
ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს; გვინათებს ცხოვრებას, ეალერსება, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს.
ჩვენ დღეს ვხარობთ და ვზეიმობთ, რადგან ღმერთი, რომელიც დედამიწაზე მოვიდა, აერთებს ზეციურს და მიწიურს. მან ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თავის საღვთო ბუნებას შეუერთა კაცობრივი ბუნება გონებისთვის მიუწვდომელი და განუყოფელი კავშირით.
და აი, შემოქმედი ჩვილი, მწოლიარეაბეთლემის ღარიბულ ბაგაში, რომელიც ბრწყინავს საღვთო სინათლით. ამ საიდუმლო მოვლენით გაკვირვებული ანგელოზები აქებდნენ ღმერთს და გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ასე ვლინდება ღმერთის უსაზღვრო სიყვარული კაცობრიობისადმი. ამ სიყვარულით შექმნა უფალმა ადამიანი. ამ სიყვარულით აღბეჭდა მასში თავისი ხატება და ამ უსაზღვრო სიყვარულით განკაცდა იგი, რომ ყოველმა ადამიანმა, რაგინდ დაცემულიც იყოს, რაგინდ თავის თავში დააზიანოს ხატება ღვთისა, შეძლოს ადგომა და პირვანდელი დიდების დაბრუნება. აი, ამიტომ ვხარობთ და ვზეიმობთ.
დღეს სახარებისეულ მწყემსებთან და მოგვებთანერთად ჩვენც ვდგავართ ბეთლემის ბაგასთან ღვთისადმი საპასუხო სიყვარულითა და მოწიწებით აღვსილნი; ჩვენც გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, მის შუქზე ვდგავართ. ეს ვარსკვლავი, რომელიც ანათებდა შობის წმინდა ღამეს, დღესაც ბრწყინავს და ანათებს; გვინათებს ცხოვრებას, ეალერსება, ანათლებს და ახარებს სულს, რადგან მასში გვინათებს ჩვენ საღვთო მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება.
თუ გვსურს, რომ მოგვების მსგავსად უფალს მივართვათ ძღვენი, მივართვათ მას ჩვენი სულის წიაღში მოპოვებული ბრწყინვალე ოქრო, ეს არის ჩვენი შემოქმედებითი ძალების სწრაფვა; თუ გვსურს მივართვათ გულითადი ლოცვა, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა ზევით და თუ გვსურს, მივართვათ მური, სიმბოლო ღვთისა და ადამიანის სიყვარულისა, აი, ეს ძღვენი უნდა ვატაროთ მშვიდობისა და სათნოების გზით, როგორც გალობდნენ ანგელოზები შობის წმინდა ღამეს, რადგან სხვა გზა, მიმყვანებელიწმინდა ბაგაში მწოლიარე ჩვილთან, არ არსებობს!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. დღევანდელი დღის მადლით უფალმა გადაარჩინოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
1767856058
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...
1767851459
ახალი ამბებიაშშ ვენეციის კომისიას ტოვებს
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს. აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკ...
1767848440
მსოფლიოაშშ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს
ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს....
1767817589
მსოფლიორუბიომ ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის სამფაზიანი გეგმა წარადგინა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას დროებით მთავრობასთან „მეტი შეთანხმება იქნება მიღწეული“ და რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის სამ ფაზას გეგმავს: სტაბილიზაციას,...
1767814141
მსოფლიოსიიარტო: უნგრეთი უარყოფს პარიზის გადაწყვეტილებებს, რომლებიც ომის გაგრძელებას ითვალისწინებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერებმა „ომის გაგრძელების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილებები“ მიიღეს. სიიარტოს თქმ...































