სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს - დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს – დაკავებულია 2007 წელს დაბადებული პირი, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.

ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მამედოვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი, მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისათვის.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ, მიმალვაში იმყოფება. სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების, მათ შორის პრევენციული ზომების გატარებას“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762524067

საზოგადოება

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიე...

პროკურატურა

1762523672

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ბევრი ქვეყანა ფიქრობს, ანალოგიური კანონი მიიღოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე - ევროპარლამენტარები, ელჩები, რომ გაიძულებენ არც კი განიხილო კანონი, ზუსტად ესაა ანტიევროპული დამოკიდებულება

დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ფიქრობს ანალოგიური კანონი მიიღოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762522547

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თელავში „ერეკლეობას“ შვილებთან ერთად იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თელავში „ერეკლეობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახ...

მიხეილ ყაველაშვილი

1762520907

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7075 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1762520736

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა

პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა...

მაკა ბოჭორიშვილ