"ომიკრონი“ საშიშია! ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი - გიორგი ფხაკაძე "ომიკრონზე"

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი საშიშია და თავდასაცავად უნდა მოვემზადოთ. მისივე განცხადებით, ახალი შტამი, განსაკუთრებით საშიშია 5 წლამდე ბავშვებისთვის.

„ომიკრონი“ საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით უფრო დეტალური, და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია.

ბრაზილიაში რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება.

რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ.

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას:

  •  ყველა საქართველოში ჩამოსული ადამიანი, ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე) სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს.
  •  
  • სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე („ფაიზერ/ბიონტეკზე“ ან „მოდერნაზე“)
  •  
  •  ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დოზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკის“ ან „მოდერნას“ ვაქცინა სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში.
  • კოვიდ საშვის „გამწვანება“ უნდა იყოს მხოლოდ:
  •  სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით.
  •  პსრ ტესტი 24 საათის ვალიდურობა.
  •  კოვიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდულობა.

თავს ნუ ვიტყუებთ. მოვემზადოთ, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობა არის“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵46 გარდაცვლილი და კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა საქართველოში

🔵არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ვაქცინამ ეფექტურად ვერ დაგვიცვას „ომიკრონისგან“ - თენგიზ ცერცვაძე

🔵იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ე.წ. მწვანე პასპორტზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792392837

ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...

ვაქცინაცია საბერძნეთში

1792391918

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...

საგამოძიებო სამსახურმა

1792391327

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ნარკოტიკული საშუალება

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო