კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლაზე: ყველა კითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას დასმულ ნებისმიერ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა.
26 ნოემბერს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ინტერპელაციის საკითხებია განათლების რეფორმა და უპრეცედენტო არაბული ინვესტიცია.
„ყველა კითხვაზე იქნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის განხორციელება. რაც შეეხება ინვესტიციას, ამ მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში არასდროს განხორციელებულა.
ბევრი ტყუილი ინფორმაცია მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იქ უცხოელები დასახლდებიან, საცხოვრებლად არაბები უნდა ჩამოიყვანონ და ა.შ.
ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, გაეცა შესაბამისი პასუხი და, მე ვფიქრობ, არანაირი საფრთხე არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ აღნიშნული მიმართულებით რაიმე პრობლემა შეგვექმნას. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შემიძლია გითხრათ ამ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რაც წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ქართული სამშენებლო კომპანიები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და, რა თქმა უნდა, იმიჯის თვალსაზრისით, როდესაც ამხელა, მსოფლიო დონის დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში, ეს არის ძალიან მაგარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კონფიდენციალური არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ნაწილი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ხელშეკრულება გასაჯაროებულია, არაფერია დამალული, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ნაწილი კომპანიის, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰკითხეთ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რატომ იყო კონფიდენციალური მათი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი?
აღნიშნული კომპანია მხოლოდ საქართველოში ხომ არ ახორციელებს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო, პირობითად ვამბობ, საქართველოში ხელმოწერილი კომერციული დოკუმენტი სხვა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764072441
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...
1764069346
საზოგადოებატაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშ...
1764068080
საზოგადოებაკახა კალაძე: ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ
დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. მისი თქმით, მართალია ბიძინა ივ...
1764068021
მსოფლიოევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა იყოს პატივცემული და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქ...
1764067776
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა
„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბ...



























