კახა კალაძე ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე: ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია - ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებაში არ აქვთ
„ვერ გეტყვით, რა მიზანი აქვს, ერთი რამ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსებს არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ საზოგადოებაში და ის მინიმალური მხარდაჭერა, რაც ჰქონდათ, ისიც განულებულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც, სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა.
„როდესაც შენ ემსახურები არა საკუთარ ქვეყანას, არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ხარ დამოკიდებული გარე ძალებზე, თქვენ იცით, არაფორმალური მმართველობა დღეს როგორ არის მთელ მსოფლიოში გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, ვერ გექნება მხარდაჭერა საზოგადოებაში.
ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას, რომლებიც გარედან იმართებიან, ჰყავთ თავიანთი პატრონები, იღებენ მითითებებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩართულები არიან ქვეყნის წინააღმდეგ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ქვეყნის დასანქცირებას ითხოვდნენ, როდესაც ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1764068021
მსოფლიოევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა იყოს პატივცემული და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქ...
1764067776
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა
„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბ...
1764065358
საზოგადოებალიკა შარტავა: ჩვენი სახელმწიფო კურსს არ იცვლის და მტკიცედ აგრძელებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წარმატების გზას
„ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო კამპანია წარმოებს და ეს იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯი დგამს, რათა კიდევ უფრო მეტად გაა...
1764064455
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება
23-24 ნოემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი, სადაც საქართველოს პარლამენტმა ბულგარეთისგან შემდეგ...
1764062777
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...



























