პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის განზრახ მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას.

„საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ძებნილი ბრალდებული 2025 წლის 23 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის და არაერთგზის), 11 პრიმა ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764072441

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს

ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...

მარიამ ქვრივიშვილი

1764069346

საზოგადოება

ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშ...

ცესკო

1764068080

საზოგადოება

კახა კალაძე: ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ

დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. მისი თქმით, მართალია ბიძინა ივ...

კახა კალაძე

1764068021

მსოფლიო

ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა იყოს პატივცემული და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქ...

ერთნაირსქესიანთა ქორწინება

1764067776

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა

„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბ...

ზურაბ ქადაგიძე