კახა კალაძე ონლაინ მედიაზე: გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ - ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას
„ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“, - განაცხადა თბილისის მერმა ონლაინ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით საუბრისას.
კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოტანის მცდელობები იკითხება კონკრეტული ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებშიც.
„გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედია საშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, საუბრობდა, ვეძებთ წყაროებს საქართველოში ფულის შემოსატანადო. ნახეთ, ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩს, რომელსაც დიპლომატიური მისია აქვს, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, აკეთებინებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაფუძნებულია ტყუილზე, ხელს უწყობს სიძულვილის გაღრმავებას და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764072441
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს
ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...
1764069346
საზოგადოებატაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშ...
1764068080
საზოგადოებაკახა კალაძე: ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ
დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. მისი თქმით, მართალია ბიძინა ივ...
1764068021
მსოფლიოევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული
ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა იყოს პატივცემული და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქ...
1764067776
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა
„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბ...



























