მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს

ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა იყო.

„საქართველოს მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა დღეს 20 000-ს აღემატება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ელჩები არიან მსოფლიო ოკეანეებში. მათი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.

„საქართველო აქტიურად განაგრძობს მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და შრომითი პირობების მხარდაჭერას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764068021

მსოფლიო

ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ბლოკის ყველა სახელმწიფოში უნდა იყოს აღიარებული

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა იყოს პატივცემული და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქ...

ერთნაირსქესიანთა ქორწინება

1764067776

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა

„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბ...

ზურაბ ქადაგიძე

1764065358

საზოგადოება

ლიკა შარტავა: ჩვენი სახელმწიფო კურსს არ იცვლის და მტკიცედ აგრძელებს სტაბილურობის, მშვიდობისა და ეკონომიკური წარმატების გზას

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო კამპანია წარმოებს და ეს იმ დროს ხდება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯი დგამს, რათა კიდევ უფრო მეტად გაა...

ლიკა შარტავა

1764064455

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება

23-24 ნოემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი, სადაც საქართველოს პარლამენტმა ბულგარეთისგან შემდეგ...

შალვა პაპუაშვილი

1764062777

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

სასაზღვრო პოლიცია