პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.
27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედრის ექსპერტიზა უკვე დასრულებულია და მას პოლონეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ქმარი უკვე დაკავებულია. პოლონეთში იმყოფებიან მათი მცირეწლოვანი შვილები. ბავშვები სოციალურმა სამსახურმა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანა. როზეტა ყალიჩავას ოჯახი კი ითხოვს, რომ ბავშვებმა შეძლონ საქართველოში, დედის ოჯახთან დაბრუნება. დახმარებას ისინი მთავრობას და ორგანიზაცია "საფარს" სთხოვენ, რომელიც როზეტა ყალიჩავას, როგორც ძალადობის მსხვერპლის საქმეში, მის გარდაცვალებამდეც იყო ჩართული.
"ყველაფერი მითხრა, იმიტომ დავუჯავშნე ბილეთი, იმიტომ მინდოდა ჩემი შვილის ჩამოყვანა... ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე, ვერ მოვასწარი, მომიკლა იმ საღამოს.
ვიცი, რომ ბავშვთა სახლში არიან ჩაბარებული. მე იქ ვერაფრის დიდებით ვერ დავტოვებ, ჩემი შვილიშვილები ჩამაბარონ აქ. არავის თანხმობა არ მჭირდება. მინდა დახმარება, რომ ჩემი შვილიშვილები ჩამომიყვანონ," - აცხადებს როზეტა ყალიჩავას დედა.
როგორც ოჯახის ახლობელი მანანა სიჭინავა ამბობს, ბავშვების ჩამოყვანა პრობლემური გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის დასატოვებლად ითხოვენ ბავშვების მამის თანხმობას:
"ბავშვების ჩამოყვანა ცოტა პრობლემური გახდა, იმიტომ რომ ითხოვენ მამის თანხმობას, მკვლელის თანხმობა ფორმალური მხარეა ალბათ... გთხოვთ უმორჩილესად ყველას - საელჩოს, მთავრობას, "საფარს", რომ დაგვეხმარონ, როგორმე ბავშვები ჩამოგვაყვანინონ.
ახლა არიან სოციალურ ბაღში სამივე, დღეში ერთხელ ბიძას აქვს მონახულების უფლება,"- აცხადებს მანანა სიჭინავა.
ბავშვებთან დაკავშირებული პროცედურების გამო პოლონეთში რჩება ბავშვების ბიძა, როზეტა ყალიჩავას ძმა გოგა ყალიჩავა.
27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა პოლონეთში ქალაქ ლოძში 25 მაისს ცივი იარაღით მოკლა.
წყარო:რუსთავი2
ასევე წაიკითხეთ:
🔵რას ნიშნავს დაბადების წლის ბოლო ციფრი, აისახება თუ არა ის თქვენს ბედზე? - ნუმეროლოგების განმარტება
1782841914
მსოფლიონატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
აშშ-ის „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) პროგრამამ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ ფინანსდება კიევისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მიზნით, შეერთებულ შტატე...
1782840411
ახალი ამბებიკასპში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. როგორც საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ წე...
1782838766
საზოგადოებასარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირ...
1782836526
მსოფლიოპოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთ...
1782835233
საზოგადოებაზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლეს...


























