პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ამ საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა. მანამდე იყო გარკვეული კამპანიური სახის გზავნილები ფასებთან დაკავშირებით, გარკვეული ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა, მათ შორის, სოციალური მედიის მეშვეობით, მაგრამ აბსოლუტურად ზედაპირულად წარიმართებოდა დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით. პრინციპში, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ამის საფუძველზე საზოგადოებას შეუძლია, უფრო ღრმა დასკვნები გამოიტანოს ყველაფრის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა, მათ შორის მტკივნეული უშუალოდ ხელისუფლებისთვის.

კორუფციასთან დაკავშირებით დისკუსია ჩვენ თვითონ გავხსენით და საზოგადოებამ დღეს ბევრად მეტი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობდა, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. ჩვენ გვქონდა დებატები, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის იგივე ენერგეტიკა, სადაც არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, თუმცა ეს სტერეოტიპები არსებითად დაიმსხვრა იმ დისკუსიის საფუძველზე, რომელიც საჯაროდ წარიმართა. ინვესტიციებთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსიები, განათლების რეფორმაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742743

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777741446

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას

ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკურ...

შოთა ბერეკაშვილი

1777739457

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია

ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...

ირაკლი კობახიძე

1777737011

საზოგადოება

„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე

„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახე...

ნიკორა სუპერმარკეტი