გიორგი ვოლსკი: თუ კორუფციასთან ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და არის ინდიკატორი პრინციპისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს

ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩხრეკის შესახებ.

ამასთან ვიცე სპიკერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დაიცავს კორუფციასთან ბრძოლის პრინციპს.

„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება. მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვიყავით შეთანხმებული.

არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე – ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ თუ ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს.

არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ გუშინ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760776980

საზოგადოება

პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკუ...

პროკურატურა

1760774674

საზოგადოება

პროკურატურა: ირაკლი შაიშმელაშვილმა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, ასევე ცდილობდა შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას

ირაკლი შაიშმელაშვილმა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთა, - განაცხადა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალ...

პროკურატურა

1760773698

ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

დაკავება

1760772832

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, გან...

აა

1760770786

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი 12 ავტომანქანის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელსდაბად...

დაკავება, პოლიცია