ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა

„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბატონმა ბაჩიაშვილმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხარო პრაქტიკაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე წარმოაჩენს იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.

„რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მით უმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758028207

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1758027836

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია პაატა ბურჭულაძეზე: 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია

„პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...

ირაკლი კირცხალია

1758026340

მსოფლიო

მსახიობი რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი 89 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობი ძილში გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.  რედფორდმა თავისი ყველაზე...

რობერტ რედფორდი

1758023838

საზოგადოება

პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული...

ელენე ხოშტარია

1758022901

ახალი ამბები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ექსტაზი“ და 520 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ თბილისში ჩატარებული ორი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 12 000-მდე აბი „ე...

 ვაჟა სირაძე