ქადაგიშვილი: ამ აქციის მესვეურებს ესმით, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არის - მთავრობის მეთაურმა მკაფიო განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციისაგან და ნუ გაწირავენ საკუთარ თავს და ახალგაზრდებს
ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ ამ ფონზე ყველა მიმართულებით ხელისუფლების პოზიციები არის მყარი.
„ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, ეს არის თითიდან გამოწოვილი, მათი სასოწარკვეთილი პოლიტიკის ნაყოფი და არანაირად საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოებაში არსებული რაიმე მძაფრი დამოკიდებულება.
ისინი ამ ფონზე ხედავენ, რომ ხელისუფლება არის მონოლითური, მას პოლიტიკური და ყველანაირი მყარი და ძლიერი პოზიციები უკავია. ამიტომ ესეც ნაცადი ხერხია, რომ რამენაირად გამოიწვიონ თითქოსდა ერთგვარი რყევა ხელისუფლების შიგნით, სახელმწიფო ინსტიტუტებში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ფეიკებზე, ტყუილზე, პროპაგანდისტული ხმაურის ატეხაზე დაყრდნობილი მათი კამპანიაც უშედეგოა.
ასე რომ, არც საზოგადოებაა ამისკენ მოწოდებული, სულ სხვა მიზნები აქვს საზოგადოებას, არც სახელმწიფო ინსტიტუტებია იმ მდგომარეობაში, რომ რამენაირი ზეგავლენა იქონიოს ყალბმა, პროპაგანდისტულმა მოწოდებებმა. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს ორი ფაქტორი არ არსებობს, ისინი [ოპოზიცია] ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, ფიქრობენ, რომ ეს ინსტრუქცია ბოლომდე შეასრულონ, ინსტრუქციის იქეთ აქ რეალობას ადგილი არ აქვს”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ერთადერთი შესაძლო საფრთხე პროვოკაციების მოწყობაა.
„ერთადერთი, რაც შეიძლება, გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენდეს, არის ის, რომ წავიდნენ გარკვეულ პროვოკაციაზე. ამასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა მკაფიო განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისაგან და ნუ გაწირავენ ნურც საკუთარ თავს და მით უმეტეს, ახალგაზრდებს გარკვეული პროვოკაციული ქმედებების ჩადენისთვის იმიტომ, რომ ყველა კანონდარღვევას კანონი შესაბამისი სისრულით და სიმკაცრით გასცემს პასუხს. ზოგადად, მიტინგი, პროტესტი არანაირ საფრთხეს არც ხელისუფლებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...
1780944468
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან
ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...
1780942799
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იყო გათვალისწინებული
ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. გვქონდა შესაძლებლობა, თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობისას, სამწუხაროა, რომ ა...
1780942146
საზოგადოება„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლე...


























