ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა
საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, უზრუნველყოფა მოეხდინა სექტორის ასეთი სწრაფი ზრდისთვის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პოლიტიკა სრულად მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტადი გარემოს შექმნაზე იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს იმ სიკეთის შექმნა, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაოს ადგილების შექმნა უპირობოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის.
„როდესაც ვსაუბრობთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე, აქ სამი ძირითადი მიმართულებაა: პირველი - შეიძლება დავიწყოთ ტურიზმის ინდუსტრიით. ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად ძლიერია ამ მიმართულებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი ასეთი დინამიკით იზრდებოდეს. შეგვიძლია ავიღოთ გასული წელი, როგორც ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. ისტორიული და რეკორდული იყო ის მონაცემები, რომელიც ტურიზმიდან მივიღეთ - 4 მილიარდ 700 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შემოვიდა უშუალოდ ტურიზმიდან. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და უმასპინძლა 7 მილიონ 800 ათასზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს.
საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით, უზრუნველყოფა მოეხდინა სექტორის ასეთი სწრაფი ზრდისთვის. ჩვენს ქვეყანაში 96 ქვეყნის მოქალაქე უვიზოდ შემოდის, თუმცა, დაახლოებით იგივე რაოდენობის, 97 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება ვიზა. ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით იმ დინამიკას, რომელიც ტურიზმის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ქვეყანაში ზრდიდეს იმიგრაციის დონეს, აქედან გამომდინარე გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რის ფარგლებშიც, მათ შორის გამკაცრდა არსებული სავიზო რეგულაცია და დაახლოებით 17 ქვეყნისთვის დამატებითი შეზღუდვა შემოვიდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
1772902093
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომ...
1772900847
მსოფლიოტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაან...
1772900327
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...
1772895958
საზოგადოებასუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფ...
1772892880
საზოგადოებასოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვ...


























