ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატები“.
რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, მთავრობის მეთაურის თქმით, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა.
„რაც შეეხება სტატისტიკას მოქალაქეების მიგრაციის ნაწილში, აბსოლუტურად ზუსტია. ზუსტია ასევე უცხოელი მიგრანტების სტატისტიკა. საქსტატი ასახავს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რამდენია მიგრანტი საქართველოში. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების რაოდენობა, ვინც საქართველოში ერთ წელზე მეტი ხნის ვადით ცხოვრობს, 257 000-ია. აქ შედიან მათ შორის, არალეგალებიც.
რაც შეეხება ცდომილებას, ლოგიკური აცდენა არის, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - ხარვეზებით იყო ჩატარებული 2014 წლის საყოველთაო აღწერა. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ საპენსიო მაჩვენებლები, რამდენი პენსიონერია საქართველოში და როგორ იზრდებოდა ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. შეგვიძლია ამოვიღოთ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების რაოდენობა. აშკარად ჩანდა, რომ 3 700 000 ვერ იქნებოდა ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად, 2014 წლის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არასწორად, არასწორი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს დაზუსტდა. მოსახლეობის მატება რეალურად, არ გვაქვს. მოიკლო მოქალაქეების რაოდენობამ და ეს შეივსო უცხოელის მიგრანტების ხარჯზე. ეს არის რეალობა.
დემოგრაფიის ნაწილში, გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული. რაც შეეხება პირველ და მეორე ბავშვს, არის დრამატული კლება 2014 წლის შემდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა. სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის კლებას, აქ მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური. ქორწინების ნაწილში გვაქვს მკვეთრი კლება. ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია კეთილდღეობის დონე, მით უფრო ნაკლებია შობადობა. ყველაზე ღარიბ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი შობადობა. ღაზას სექტორი იყო მეორე ადგილზე შობადობის თვალსაზრისით, სადაც მშპ სულ მოსახლეზე 500 დოლარია“, - განაცხადა პრემიერმა.
1772900327
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...
1772895958
საზოგადოებასუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფ...
1772892880
საზოგადოებასოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვ...
1772891042
მსოფლიოDeutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. საქმე ეხება 5...
1772888752
მსოფლიოტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება. „დღეს ირანზე ძალიან ძლიერი დარტყმა განხორციელდება! ირანის უკანონო ქმედებების გამო სერიოზ...


























