სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა.

მანამდე, სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით“.

„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ”, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772884453

საზოგადოება

სოსიაშვილი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისა...

გიორგი სოსიაშვილი

1772881830

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს

თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1772881778

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: ტატა ხვედელიანი ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო „ნაცების“ დროს და ეს ხალხი გვიტრიალდება, „ნაცები“ ხართო

რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კუ...

ტტტ

1772880089

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულე...

ლევან მაჭავარიანი

1772879060

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქ...

პროკურატურა