ირაკლი კობახიძე: წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება, ასეთი ტემპით 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა

ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა მოქალაქეების მიმართ მფარველობის გამოჩენა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

„რეალურად ამას ვაკეთებთ, ეს ნაბიჯი, რაც გადაიდგა „ვოლტის“, „გლოვოს“, გიდებს და ა.შ. ნაწილში, სწორედ პროტექციონალიზმის გამოხატულებაა. ჩვენი მოქალაქეების მფარველობა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. მათ შორის შრომითი უფლებების ნაწილში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების მფარველობის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, ეს საყოველთაოდ არის აღიარებული.

რაც შეეხება მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 000-იანი მაჩვენებელი უკვე აჩვენებს იმას, რომ არავითარი პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს. თუმცა კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, შეგვიძლია განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, თუ ჩაითვლება, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, შეგვიძლია, ეს კანონპროექტი განვიხილოთ და მივიღოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მიგრანტების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„სტუდენტების ნაწილში, ისედაც ინტერესი არ აქვს სტუდენტს, როდესაც სამედიცინო კურსს გაივლის, რეალურად ისინი საქართველოში არ საქმდებიან. სამედიცინო სფეროში ყველაზე დაბალია პროფესიული მიგრაციის მაჩვენებელი, იღებს დიპლომს, უბრუნდება თავის ქვეყანას და იწყებს ექიმად მუშაობას. გასულ 10 წელიწადში რამდენი უცხოელი არალეგალიც გავაძევეთ, იმდენი იქნა გაძევებული მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის პირველ ადგილზე არიან ინდოეთის მოქალაქეები 20,5 პროცენტია, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სტუდენტებად ჩამოვიდნენ, აღარ გააგრძელეს სწავლა და დარჩნენ მიგრანტებად. რისკი არსებობს და ამიტომ სტუდენტების ნაწილში და შრომითი მიგრაციის ნაწილში დღესაც მოქმედებს კონტროლის სისტემა და კიდევ უფრო გასამკაცრებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წელს სამიზნე მაჩვენებელი არის 4 000 არალეგალი მიგრანტის გაძევება.

„გეკა გელაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად დაახლოებით 7-8 თვის წინ შესაბამისად, მაჩვენებელი ძალიან კარგია. სამიზნე მაჩვენებელი 2026 წლისთვის გვაქვს 4 000 არალეგალი მიგრანტი და ტენდენცია არსებობს ზოგადად, როდესაც მკაცრდება მიგრაციული პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, თვითდინებით გადის ბევრი არალეგალი მიგრანტი. გავახუთმაგეთ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობა. საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, არ იყო საკმარისი რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მოხდა. 4 000 არის რეალური მაჩვენებელი, ასეთი ტემპით ჩვენ 4 წელიწადშიც შეგვიძლია ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772902367

საზოგადოება

ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა

საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით,...

მარიამ ქვრივიშვილი

1772902093

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო

გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომ...

 ირაკლი კობახიძე

1772900847

მსოფლიო

ტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაან...

ტრამპიტრამპი

1772900327

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...

ჯაბა ხუბუა

1772895958

საზოგადოება

სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფ...

სუსისსუსის