ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი
Eagle Hills-ის პროექტის საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი, მარტო მშენებლობის პროცესში შეიქმნება 24 000-ზე მეტი დროებითი სამუშაო ადგილი, შემდგომ უკვე 8 000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი - ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.
რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანებს, მთავრობის მეთაურის თქმით, წლიურად, გადასახადების სახით ბიუჯეტში შევა 500 მლნ ლარი.
„რაც შეეხება Eagle Hills-ის პროექტს, საერთო ინვესტიცია არის 6,6 მლრდ დოლარი. საუბარია იმაზე, რომ მთლიანობაში ამ ორი სივრცის მშენებლობას გონიოში და კრწანისში მოხმარდება 6,6 მლრდ დოლარი. აქედან ნაწილი იქნება მყიდველებიდან, მათ შორის ქართველი მყიდველებიდან ამოღებული თანხები. რაც შეეხება 16 000-ს ეს არის მარტო ბინები და სახლები, რომლებიც გაიყიდება. როგორიც არის დუბაი, თავისი საცხოვრებელი კორპუსებით, სასტუმროებით, ტურისტული, რეკრეაციული და კომერციული სივრცეებით, ანალოგიური ტიპის სივრცეების განაშენიანებაზეა საუბარი. შესაბამისად, დანახარჯებში ამ სახლების და ბინების წილი არის მხოლოდ განსაზღვრული. საუბარია სასტუმროების მშენებლობაზე. ერთი ნომრის ინვესტიცია იწყება 500 000 დოლარიდან. მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება სათანადო სტანდარტების სასტუმროს, ერთ ნომერზე. შესაბამისად, აქ ძალიან დიდი ინვესტიციები იდება მარტო სასტუმროების ნაწილში. ამას ემატება საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეები. რაც შეეხება გონიოს ე.წ. „მარინას“ მარტო ამის განვითარებას სჭირდება ასეულობით მილიონი ლარი. ჩვენ ამ სივრცის მოწესრიგებაზე, კრწანისის პარკის რეაბილიტაციაზე რომ გვეზრუნა, მხოლოდ ამას სჭირდებოდა 150 მილიონი ლარი. ამ 6,6 მილიარდ დოლარს ქმნის ამ კომპონენტების ერთობლიობა. განაშენიანებაში იგულისხმება სახლები, ბინები, სასტუმროები, საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული, კომერციული სივრცეები. რაც შეეხება ეფექტს, მარტო მშენებლობის პროცესში 24 000-ზე მეტი იქნება დროებითი სამუშაო ადგილი, 8 000-ზე მეტი იქნება უკვე მუდმივი სამუშაო ადგილი. ეკონომიკაში ამ პროექტის შედეგად შემოვა 11 მილიარდი ლარი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. დღეს ჩვენი ეკონომიკა არის 104 მილიარდი ლარი და წარმოიდგინეთ, ერთი ინვესტიცია შეგვმატებს 11 მილიარდ ლარს. რაც შეეხება ბიუჯეტში შენატანებს, წლიურად, გადასახადების სახით შემოვა 500 მლნ ლარი და ამას დაემატება 200 მილიონი ლარი, რაც არის ჩვენი დივიდენდი. ჩვენ გვეკუთვნის მესამედი მოგებიდან, შესაბამისად, 200 მილიონი არის ყოველწლიური წილი, რაც ათ წელიწადზეა გადანაწილებული. თუ უფრო მალე მოხდება ამ ყველაფრის დასრულება, უფრო მალე შემოვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჯამში, საუბარია 10 წელზე გადანაწილებულ 700 მლნ ლარზე.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოვა 7 მილიარდი ლარი ამ პროექტის განხორციელების შედეგად წლების განმავლობაში.შედეგად, იქნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, რაც აკლია ჩვენს ქვეყანას. გამწვანების მასშტაბები გაიზრდება, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. დუბაი ამის ძალიან კარგი მაგალითია. როდესაც იქმნება უმაღლესი სტანდარტების სივრცეები, არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში, თვითონ ხარჯვის მოცულობაც იზრდება.
ბევრ დეველოპერთან მისაუბრია და ყველა ბედნიერია ამ ინვესტიციის შემოსვლით, ეს იწვევს ძალიან დიდ დაინტერესებას ქვეყნის მიმართ და სხვა ინვესტორებსაც შეუქმნის სტიმულს, რომ შემოვიდნენ საქართველოში. მე არც ერთი დეველოპერი არ ვიცი, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ Eagle Hills-ი შემოდის საქართველოში, პირიქით, საკუთარ შანსს ხედავენ ამ ინვესტიციაში, რომ მათი გაყიდვებიც დამატებით წახალისდება“, - განაცხადა პრემიერმა.
1772902448
საზოგადოებაპრემიერი: ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო
ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრ...
1772902367
საზოგადოებაქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა
საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით,...
1772902093
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომ...
1772900847
მსოფლიოტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაან...
1772900327
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...



























