მარიამ ქვრივიშვილი ლორთქიფანიძეს: როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას
„როგორ წარმოგიდგენიათ მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება იაფიანი ენერგორესურსების გარეშე? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც წლების წინ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“, რითაც მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მცდარია ლორთქიფანიძის პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორზე.
„თქვენს მიერ ხსენებული აზოტის ქარხანა, ეს არის ქარხანა, რომელიც დღევანდელი დღის მონაცემებით, 2 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო ხელფასი, რამდენადაც მახსოვს, არის დაახლოებით 2 ათას ლარამდე ხელზე ასაღები. სწორედ იმ მნიშვნელოვანი კომპონენტიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს წვდომა იაფიან ენერგორესურსებზე, საქართველოს მთავრობა პირდაპირი და არაპირდაპირი ინსტრუმენტებით, პირდაპირ ეხმარება ასეთ საწარმოებს იმისთვის, რომ მათი ბიზნესსტრუქტურა იყოს მდგრადი და შეძლონ ოპერირება განახორციელონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა მეორე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მრეწველობაზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, მრეწველობას დღეს ჩვენს ქვეყანაში აქვს მშპ-ს 14 პროცენტი. მე შემიძლია, ციფრებით გითხრათ, თუ როგორ განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მრეწველობა. 2012 წელს მრეწველობის სექტორის ბრუნვა შეადგენდა დაახლოებით 8 მილიარდ ლარს. 2024 წელს აღნიშნული სექტორის ბრუნვამ გადააჭარბა 25 მილიარდ ლარს. ანუ, 3,5-ჯერ გაიზარდა ამ სექტორში ბრუნვა. ფეროების ფუნქციონირებაში თქვენ რომ ნახოთ ყოველდღიურად სახელმწიფო რამხელა მხარდაჭერას უცხადებს, მათ შორის იაფიანი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თქვენ ამ კითხვას ობიექტურად აღარ დასვამდით.
მე ვცდილობ, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს არსებული ბიზნესების ოპერირებას, ერთი. მეორე, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ განავითაროს მეწარმეობა და სამრეწველო საქმიანობა. მესამე, მე ვცდილობ ასევე აგიხსნათ და განვმარტო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად არის მიმართული მდგრადი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის განვითარებაზე.
მცდარია თქვენი პასუხი, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული კონკრეტულ სექტორზე. თქვენ ახსენეთ ტურიზმი და განგიმარტავთ, რომ ცხრა ნახევარი პროცენტიც კი არ არის ტურიზმის ინდუსტრიის წვლილი მშპ-ში. თუ შეხედავთ რამდენად მზარდია აიტი სექტორი, რომელიც გამორჩეულია მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილების შექმნით, რამდენად მზარდია ვაჭრობა, რაც პირდაპირ პროპორციულად ბმაშია წარმოების ზრდასთან, რამდენად მზარდია ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, თქვენ მესაუბრებით კონკრეტულ ერთ ვიწრო მიმართულებაზე, რომელიც ჩვენი ზრუნვის ობიექტურად დიდი ნაწილია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1772902367
საზოგადოებაქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა
საერთაშორისო დისკუსიებზე, გამოსვლებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი და წარმატებული მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით,...
1772902093
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომ...
1772900847
მსოფლიოტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაან...
1772900327
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...
1772895958
საზოგადოებასუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფ...



























