იაგო ხვიჩია: ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა
„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მოქალაქეობის მიღების მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.
„მე გულწრფელობასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. ვფიქრობ, მართებულია რასაც ვლაპარაკობთ იმასთან დაკავშირებით, ანდაზა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. თუ ყველას ასე უნდა, რომ საქართველოში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს, ეკონომიკასაც იმიტომ ვზრდით, რომ საბოლოო ჯამში ეს შედეგი მივიღოთ, საქართველოში ქართველების გაზრდის, მოსახლეობის გაზრდის ძალიან მარტივი წესიც არსებობს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ებრძვის დიდი ხანია. გეტყვით რამდენიმე შემთხვევას.
თქვენ იცით, რომ ბევრი ქართველია, რომელსაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ. ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ზოგი ევროპის ქვეყნის, ზოგი ამერიკის, ზოგი რუსეთის, ზოგი სხვა ვიღაცების და თქვენ არ ვიცი, იცით თუ არა, რამდენად არის გამარტივებული მათთვის მოქალაქეობის მიღება.
მე ბევრი ნაცნობი, მეგობარი მყავს, ვისაც შვილები ჰყავთ, უკვე სკოლას ამთავრებენ. ქართველები არიან, დედითაც ქართველები არიან ხშირ შემთხვევაში, მამითაც. ხშირად მხოლოდ მამით არიან ქართველები, მაგრამ ქართველები არიან. ქართული სახელი და გვარები აქვთ. ფაქტობრივად, მათთვის მოქალაქეობის გაცემა არის ერთი ჯოჯოხეთის გავლის ტოლფასი. მაგაზე ქართველი, მამა მოდის, ქართულად ლაპარაკობს, შვილი მოჰყავს, ეუბნება მიეცით ამას ან ორმაგი მოქალაქეობა, ან საქართველოს მოქალაქეობა და ფაქტობრივად, სუს-ი, სპეცსამსახურები, ვინ არ უნდა გადაამოწმოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ უარს იღებს ეს ხალხი. ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს.
თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა. ქართველია, იცი, რომ ქართული წარმოშობა აქვს და შესაბამისად, რა კონტრარგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ ასეთ ადამიანებს მოქალაქეობა არ მისცე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
1772902093
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომ...
1772900847
მსოფლიოტრამპი: ამერიკულმა ძალებმა 42 ირანული სამხედრო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ლათინური ამერიკის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 42 ირანული საზღვაო ხომალდი და ირანის საჰაერო ძალების დიდი ნაწილი გაან...
1772900327
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადა...
1772895958
საზოგადოებასუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფ...
1772892880
საზოგადოებასოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვ...



























