რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის წევრები სტიქიის ზონაში ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783855765

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

კატარის ყოფილი ემირი, შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი, რომელიც ქვეყანას 1995-დან 2013 წლამდე მართავდა, 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი კატარის ემირის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიხ...

კატარის ყოფილი ემირი

1783853072

ახალი ამბები

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია. სტუმრებს...

მთაწმინდა

1783851857

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

პეტრეპავლობის სადღესასწაულო წირვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში აღავლინა, მრევლი დალოცა და იქადაგა. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის, ეკლესია ორ მათგან გა...

შიო მესამე

1783849041

ახალი ამბები

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო: თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპი არ ჩატარდება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგო...

მომსახურების სააგენტო

1783847697

ახალი ამბები

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციებ...

ხანძარი ხანძარი