დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანებაა

ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აცხადებს, სწორედ სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და საევაკუაციო ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ თამარ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია „ქართული ოცნების“ ცნების ლანძღვა და ფაქტების, რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება. ჩიხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული სტიქიური უბედურებებისგან, რისი არაერთი მაგალითი არსებობს.

„ვფიქრობდი, რომ კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას არც ერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოიყენებდა. სამწუხაროდ, შევცდი. ჩვენს ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი უღირსი, ცინიკური და პოპულისტური პოლიტიკოსების კოჰორტა გვყავს, რომლებიც კატასტროფასაც კი საკუთარი პიარისთვის იყენებენ.

აღსანიშნია ჩერგოლეიშვილის სტატუსი, ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და შეურაცხმყოფელია თელავისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებისთვის, რომლებმაც რეალურად დაინახეს, უხვი ნალექის გამო როგორ ადიდდა რამდენიმე მდინარე, რამაც სტიქიური უბედურება გამოიწვია.
სწორედ სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება, წინასწარი მომზადება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის. მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანება და ოცნების ლანძღვა, მერე რა რომ, ფაქტების, რეალობისა და ლოგიკის სრული იგნორირება ხდება.

რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული სტიქიური უბედურებებისგან. სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში უხვი ნალექის გამო 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ამერიკაში კი, რომელსაც ჩერგოლეიშვილი და მისნაირები იდეალად მიიჩნევენ, ბოლო თვეებში ათასობით ადამიანი ევაკუაცია ქარიშხლებისა და წყალდიდობების გამო. წვიმის გამო ასევე რამდენიმე საათით შეწყდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მისი შედეგების შემცირება და მოსახლეობის დაცვა. მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის არც ჩინეთი, არც ამერიკა, არც მსოფლიო გამოცდილება არ აქვს მნიშვნელობა. მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება: საქართველოს ლანძღვა, ხელისუფლების დისკრედიტაცია, ეს არის კლასიკური პოპულიზმის ყველაზე ცინიკური და უღირსი ფორმა როცა კატასტროფასაც კი პოლიტიკურ იარაღად იყენებ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783862079

საზოგადოება

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელში...

რევაზ სოხაძე

1783860029

ახალი ამბები

მდინარე ქსანში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული სოფელში სტუმრად იყო ჩასული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,...

ტბა და დახრჩობა, დაიხრჩო

1783859497

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მო...

რევაზ სოხაძე

1783855765

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

კატარის ყოფილი ემირი, შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი, რომელიც ქვეყანას 1995-დან 2013 წლამდე მართავდა, 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი კატარის ემირის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიხ...

კატარის ყოფილი ემირი

1783853072

ახალი ამბები

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია. სტუმრებს...

მთაწმინდა