რევაზ სოხაძე: მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს, ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო.
„შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
1783851857
საზოგადოებაპატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
პეტრეპავლობის სადღესასწაულო წირვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში აღავლინა, მრევლი დალოცა და იქადაგა. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის, ეკლესია ორ მათგან გა...
1783849041
ახალი ამბებიშს სამინისტროს მომსახურების სააგენტო: თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპი არ ჩატარდება
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგო...
1783847697
ახალი ამბებითემქაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თემქაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციებ...
1783846044
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, 5 არასრულწლ...
1783844498
ახალი ამბებიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყო...




























