შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
პეტრეპავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც მთავარეპისკოპოს ეფრემის მიერ აღვლენილ წირვას დაესწრო.
იგი საზოგადოებას პეტრეპავლობის დღესასწაულს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, პეტრეპავლობის დღესასწაულზე ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემის მიერ აღვლენილ წირვას დავესწარი.
საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულ პატივს მიაგებს წმინდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ორ უდიდეს სვეტს. მათი ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა.
სწორედ ამიტომ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე თითოეულ ჩვენგანს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას.
ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.
1783860029
ახალი ამბებიმდინარე ქსანში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო
მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული სოფელში სტუმრად იყო ჩასული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,...
1783859497
საზოგადოებარევაზ სოხაძე: მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მო...
1783855765
მსოფლიოკატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა
კატარის ყოფილი ემირი, შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი, რომელიც ქვეყანას 1995-დან 2013 წლამდე მართავდა, 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი კატარის ემირის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიხ...
1783853072
ახალი ამბებიმთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია. სტუმრებს...
1783851857
საზოგადოებაპატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
პეტრეპავლობის სადღესასწაულო წირვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ავლაბარში წმინდანთა სახელობის ტაძარში აღავლინა, მრევლი დალოცა და იქადაგა. ქრისტეს მოწაფეთა და მოციქულთა შორის, ეკლესია ორ მათგან გა...



























