"როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?! 3 თვის წინ მეუფე იაკობმა გვითხრა, რომ ჩვენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა" - გოგაშვილის ცოლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული, მათ შორის არის სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
236-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
157-ე მუხლი - კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს.
"შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი [დადეს] როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?!
შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები, დაუძახა ბიჭებს, აქ რა უნდა, რატომ ამოიყვანეთო. ხელები მტკივა.
ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ნამდვილად ეშინიათ, რომ არ ეშინოდეთ... ვერც წილები უნახეს, ვერც სიბინძურეები.
ჩემმა მეუღლემ თქვა, სანამ პარტიარქი ცოცხალი იქნება და პატრიარქს ვინმე შეეხება უდიერად, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო.
არა მარტო დიპლომატიურ კორპუსს, ყველას შეხვდა, არა სამთავრობოებსაც.
მე მინდა, სახალხო დამცველს მივმართო, ძალიან ვთხოვ, დამეხმაროს, მე არ ვიცი, ჩემი მეუღლე სად წაიყვანეს", - აცხადებს გოგაშვილის ცოლი.
როგორც გოგაშვილის ცოლი აცხადებს, მათ ოჯახის წევრების ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ხოლო ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე იაკობმა მიაწოდა.
"3 თუ 4 თვის წინ ჩვენთან მეუფე იაკობი იმყოფებოდა, და გვითხრა, მეუღლეს უთხრა, რომ შენზე იგეგმება ლიკვიდაციაო, ეს კი მოდისო ივანიშვილი ღარიბაშვილი და ლილუაშვილის გვარი დაასახელა. ანუ ვერ მოხერხდა რომ, ჩვენ ჩავეცხრილეთ და ის მოხდა რაც წუხელ ნახეთ", - განაცხადა გოგაშვილის ცოლმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.
სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.
ამავე თემაზე:
* სპეცოპერაცია სოსო გოგაშვილის სახლში - სამართალდამცველებმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
1752730795
მსოფლიოალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც სანაპირო რაიონებში ცუნამის გაფრთხილება გამოცხადდა
აშშ-ის შტატ ალასკაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16 ივლისს, 12:38 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი პოპოფის კუნძულის დაახლოებით 600-კაციანი თემიდან, სენდ პოინტიდან 55 მილ...
1752729843
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა
იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1752699392
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ
თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ...
1752699305
საზოგადოებამდინარაძე: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში - ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და ყველა უნდა დაგვიდგეს გვერდით, ვისაც საკუთარი შვილების და ქვეყნის ბედი აწუხებს
ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას - კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამას, ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ბუნებრივია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართვე...
1752699220
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: არის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტული მოწინააღმდეგე იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გიდგება კონკურენტად, იქ ბუნებრივია შენ მოიგებ ყველა ვარიანტში
მიხვდნენ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის იმდენად დისკრედიტირებული, რომ არაფერი არ ეშველება. არის მოსაზრება და შეიძლება გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს ამას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობა“ არის კომფორტულ...