"ეს არის დასაწყისი - არ მამოძრავებს შურისძიება, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას" - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის დაკავებაზე

ზაზა კუპრავა სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის განცხადებას ავრცელებს, სუსის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილის დაკავებაზე:

"ახლა ვესაუბრე მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მთხოვა, რომ მისი სახელით გავავრცელო განცხადება, რადგან მას ფბ დაბლოკილი აქვს.

1. მას მიაჩნია, რომ ეს არის დასაწყისი. რომელსაც ექნება გაგრძელება და თემირლანის საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე.

2. გოგაშვილმა მთავარი სასჯელი უნდა მოიხადოს სწორედ თემირლანის საქმეზე და არა რაიმე შეთითხნილი მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებით.

მისი განწყობა არის შესაბამისი.

არ ამოძრავებს შურისძიება, ის ითხოვს სამართლიანობის აღდგენას.

Malkhaz Machalikashvili Vaakh Terloev",- აღნიშნულია ზაზა კუპრავას პოსტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ სახლში გვიან ღამით აიყვანეს.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა გუშინ დაწერა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. რამდენიმე დღის წინ კი გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ფილმში მგონია თავი - გადაატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს" - სოსო გოგაშვილის შვილის კომენტარი

* "იმ სპექტაკლით, აგონიაში მყოფმა რეჟიმმა, სხვებს დაუქნია ხელი - არც გაბედოთ ჩვენი შიგნიდან მხილება თუ არა, უარესს მიიღებთო" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782659493

ახალი ამბები

სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...

საპატრულო პოლიცია

1782659313

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ

„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...

პუტინი

1782656776

მსოფლიო

დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს

დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-4 დღეს, ვენესუელაში ნანგრევებიდან რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს. პირველი ბიჭის, სახელად მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრც...

დამანგრეველი მიწისძვრიდან

1782656020

ახალი ამბები

შიო მესამე: აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის, ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, უნდა ვილოცოთ დიდი რწმენით, უყოყმანო რწმენით და სიყვარულით, თუ გვინდა, უფალმა ეს ლოცვა შეგვისრულოს

„ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით. გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ... გახსოვდეთ, ცოდნა ეს არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამ...

შიო მესამე

1782653321

მსოფლიო

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო კიდევ 1 000 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკორდული სიცხის ტალღის დროს, რომელიც დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილს დღეების განმავლობაში აწუხებდა, დაახლოებით 1 000 ადამიანი დაიღუპა, ვიდრ...

საფრანგეთში მაღალი